|
2018-06-05 16:05:52, 1391 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულები ი.ჩ. და მ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, პნევმატური იარაღებით შეიარაღებულები ი.ჩ. და მ.ნ. ხელჩანთის მისაკუთრების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში თავს დაესხნენ დედა-შვილს - თ.ც.-ს და მ.ც-ს., რა დროსაც ი.ჩ-მ. თავში იარაღის ჩარტყმით თ.ც -ს მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.ნ. 2017 წლის 27 აგვისტოს ქ.თბილისში, ხოლო ი.ჩ. 2017 წლის 2 სექტემბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. და მ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)