|
2015-05-28 16:19:52, 635 ნახვა
სამართალი
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. როგორც ხაჩიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კანონპროექტით შემცირებულია ჯარიმებიც. კერძოდ, მარიხუანას პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. " საუბარია მხოლოდ მარიხუანაზე, რომ ხშირი რაოდენობით განმეორებით მოხმარება აღარ იწვევდეს სისხლის სამართლებრივ დევნას და გრძელდებოდეს ადმინისტრაციული სასჯელის ფარგლებში.აქვე შემცირებული მაქვს ინიციატივაში, რამდენად გაითვალისწინებენ დეპუტატები ვერ გეტყვით, რომ პირველ ჯერზე იყოს 100 ლარი გადასახადი და შემდეგ ყველა ჯერზე იყოს 300 ლარი ჯარიმა და არა სისხლის სამართლის დევნა.ანუ, მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება -შენახვაზე, მცირე რაოდნეობაში ვგულისხმობ იმას, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რომ არ იჭერდნენ",-განუცხადა გოგა ხაჩიძემ "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)