|
2018-06-05 13:01:21, 1113 ნახვა
ეკონომიკა
„ვიონი საქართველო“ ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგში EuroDIG 2018-ი მონაწილეობს
მობილურიოპერატორი„ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), 5-6 ივნისს თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგში, EuroDIG 2018-ი მონაწილეობს. „ვიონი საქართველოს“ მფლობელი „ვიონი“ ჯგუფი, ღონისძიების სპონსორიცაა.EuroDIG-ი შეიქმნა 2008 წელს ევროპაში,რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ და წარმოადგენს ღია პლატფორმას ინტერნეტისა და მისი მართვის საკითხების შესახებ საუბრისთვის. EuroDIG-ის მთავარი ღონისძიება ყოველწილური ფორუმია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. თბილისში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, საავტორო უფლებების დაცვა, მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციები, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტთან წვდომა, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სათემო ინტერნეტიზაცია, დომენები, სიძულვილის ენა ინტერნეტში, ციფრული ეკონომიკა, ელექტრონული კომერცია, ბლოკჩეინი, ციფრული წიგნიერება, ხელოვნურ ინტელექტთანდაკავშირებული გამოწვევები, სადეზინმფორმაციო კამპანიები, ინოვაციები და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა საკითხები. „ვიონის“ მხრიდან ფორუმში მონაწილეობენ: ჟან გონიე, „ვიონის“ ციფრული პოლიტიკის გლობალური დირექტორი, მელლე ტიელ გრონესტეგე, „ვიონის“ ციფრული პოლიტიკის მრჩეველი და ლევან კობახიძე, ბილაინი საქართველოს დირექტორის მოადგილე, რომლებიც ისაუბრებენ: ურბანულ და რურალურ დასახლებებს შორის ციფრული განვითარების სხვაობაზე, პირადი ინფორმაციის დაცვაზე, ციფრული ეკონომიკის მომავალსა და კონკურენციაზე მონაცემებით დომინირებულ სამყაროში. EuroDIG 2018-ის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ღონისძიებას მხარს უჭერენ: ევროპის საბჭო, ევროკომისია, ევროპის მაუწყებლობის კავშირი და ბევრი სხვა.აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში ტარდება.ღონისძიებაში მონაწილეობს 500-ზე მეტი სტუმარი ევროსტრუქტურებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მეცნიერები და ინეტრნეტსაზოგადოება.
(R)
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)