|
2018-06-04 17:05:55, 1496 ნახვა
ეკონომიკა
მარკ პრიტჩარტი: გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით
საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელის, პარლამენტის წევრის მარკ პრიტჩარდის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით. „მრავალი წლის განმავლობაში ეს პირველი სერტიფიცირებული, სავაჭრო-საინვესტიციო დელეგაციაა გაერთიანებული სამეფოდან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით და ეს დამოკიდებულება ასახავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის დამოკიდებულებას," - განაცხადა მარკ პრიტჩარდმა. ის საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. დიდი ბრიტანეთის სავაჭრო დელეგაციის შემადგენლობაში წამყვანი ბრიტანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიან. ვიზიტის მიზანია ბრიტანელ და ქართველ ბიზნესებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის პროფესიული და ფინანსური სერვისები. განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ბიზნესდელეგაცია საქართველოში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.
(NS)
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)