|
2018-06-01 17:16:01, 3142 ნახვა
სპორტი
ბარბარე რაფალიანცის დედა: დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ (ვიდეო)
„ჩვენი საქმეები შემოდეს თაროებზე და სულ აღარ აინტერესებთ, ამიტომ მოდით ძმებო, დებო, ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდში და გამოვიძიოთ, რადგანაც ეს ძალიან დიდი უსამართლობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის შენობასთან ბარბარე რაფალიანცის დედამ თათია მექერიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. „დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა, მალხაზს და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას. როგორც მათი შვილები, ისე ჩემი შვილიც 2012 წლის 30 სექტემბერს სასტიკად მოკლეს. მე ექვსი წელი ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში, დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ. ჩვენი საქმეები შემოდეს თაროებზე და სულ აღარ აინტერესებთ, ამიტომ მოდით ძმებო-დებო ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდზე და გამოვიძიოთ, რადგანაც ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. მე მყავს შვილები, არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ და მეშინოდეს, დილით როცა გავლენ სახლიდან დაბრუნდებიან თუ არა უკან. ავღვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი და წავიდნენ აქედან“, - განაცხადა ბარბარე რაფალიანცის დედამ, თათია მექერიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)