|
2018-05-31 17:17:49, 1152 ნახვა
სამართალი
წულუკიანი სარალიძეს: მეც, ირაკლი შოთაძეც და ყველანი, ვდგავართ თქვენს გვერდით - გამოძიებას ნდობა უნდა გამოვუცხადოთ
"როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ ნდობა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანმა ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მთავარ პროკურორთან „ქუჩაში შეხვედრა“, რადგან საქმე მოზარდების მკვლელობას ეხება. „პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები მათ იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, თუმცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ ნდობა. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაზარალებულს უნდა ჰყავდეს მოკავშირე, არამხოლოდ მოისმინეთ არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექითო, მე მინდა დღეს მას პირველად ვუპასუხო, რომ ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად მოწოდება, რომ გამოდი შემხვდი ქუჩაში და აქ გამოვიძიოთ, ეს არის საქმე რომელიც არ არის უბრალოდ მკვლელობა, არის ბავშვთა მკვლელობის საქმე და ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა, გამოძიებას შეუძლია მხოლოდ ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში რასაც მას მიუტანენ მოწმეები. შესაბამისად მოწმეებთან არის მუშაობა კიდევ ერთხელ საჭირო და ამაში ბატონ ზაზა სარალიძეს შეუძლია ფასდაუდებელი როლი თვითონ ითამაშოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)