|
2018-05-31 14:41:02, 1091 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: პროკურატურამ ზაზა სარალიძეს უთხრა, რომ მისი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს
ზაზა სარალიძეს პირდაპირ სილა გააწნა დღეს პროკურატურამ, რომელიც ეუბნება, რომ მისი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს. ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას. „რასაც ჩვენ ვუყურებთ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამინი საუბრობდა პროკურატურის მხრიდან სერიოზულ დარღვევებზე. ამბობდა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ვიღაცას აფარებენ ხელს და შედეგად ჩვენ მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ადამიანს, ისედაც დაჩაგრულს სახელმწიფოს მხრიდან, ეუბნებიან, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. შევხედოთ ამ ადამიანის და ზოგადად მოქალაქის თვალით, რა მდგომარეობაშია ის. პირდაპირ სილა გააწნა დღეს პროკურატურამ, რომელიც ეუბნება, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. ეს ყველაფერი რომ არ გადაიზარდოს რაღაც უმართავ პროცესში, სასწრაფო შევქმნათ კომისია, დავიბაროთ პროკურორი და დავსვათ კითხვები. არავის მივცეთ სპეკულაციის საშუალება. ყველანი ვიყოთ ამჯერად ერთიანი და რასაც გვთხოვს კანონი, ადამიანობა, მორალი, შევქმნათ ეს კომისია“, - განაცხადა ხოშტარიამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)