18:59 - 03 Jul, 2026
|
2015-01-19 17:56:44, 3179 ნახვა
მსოფლიო
რუსი სამხედროს მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა
ერევნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რუსი სამხედროს ვალერი პერმიაკოვის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. „ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას ფილტვების, გულის და თირკმელის უკმარისობა განუვითარდა. მას ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსნებეთ, რომ გიუმრიში, 12 იანვრას, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების 6 სულიანი ოჯახი დახოცა. 6 თვის სერიოჯა ავეტისიანი მან დანით დაჭრა და მიატოვა. ბავშვი სამედიცინო დახმარების გარეშე 6 საათის განმავლობაში იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)