12:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 14:45:43, 1177 ნახვა

კომენტარი
შოთაძე: მუხთარლის საქმეზე ჯერჯერობით ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აფგან მუხთარლის საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე ასეულობით მოწმეა დაკითხული და ამოღებული ვიდეომასალები იმ ტერიტორიებიდან, სადაც შესაძლებელია, რაიმე ფაქტი იყოს დაფიქსირებული.

„ამ საქმეზე ასეულობით მოწმეა დაკითხული, ამოღებულია ასობით საათის ვიდეომასალა შესაბამისი ტერიტორიებიდან, სადაც შესაძლოა რამე მომხდარიყო. თუმცა ამ ეტაპზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა“, - განაცხადა შოთაძემ.

მანვე განმარტა, რომ პროკურატურას აზერბაიჯანში სამართლებრივი დახმარებები აქვს გაგზავნილი და მუთხარლის დაკითხვას ითხოვს.

„რაც შეეხება იმას, თუ დღესდღეობით რას ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დახმარებები გაგზავნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაში ჩვენი წარმომადგენლის მოაწილეობას. ასევე როგორც თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი მუხთარლის მიმართ საზღვრის უკანონო კვეთაზე. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა კონკრეტულად ამ განაჩენში რა იურიდიულ ფაქტებზეა საუბარი და რას დაეყრდნო მოსამართლე ამ განაჩენის გამოტანის დროს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის რეპსუბლიკიდან მივიღოთ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics