|
2018-05-19 18:16:30, 1070 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 26 მაისის თემატიკით გააფორმა
საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. პირველი, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია. ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმეს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, თბილისისა და ქუთაისის შემდეგ დასრულდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზეიმოდ გაფორმება. რამდენიმე დღეში კი ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტებიც თემატურად გაფორმებაც დასრულდება. ..ჩვენ დღეს დავასრულეთ ბათუმის ალექსანდრე ქართველის აეროპორტის დაბრენდვა, რომელიც საკმაოდ განსხვავებული და ლამაზი გამოვიდა. გარდა იმისა, რომ აქაც, სხვა საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად გამოვიყენეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო ვიზუალები, ჩვენ დავამატეთ პირველი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, გამომგონებლისა და მფრინავის, ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსის - ალექსანდრე ქართველიშვილის ცნობილი ფოტოც,-‘’განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.
(NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)