|
2018-05-18 11:23:46, 631 ნახვა
რეგიონი
აჭარა თავისი მრავალფეროვნებით უკვე დოიჩე ველეს ეთერშია
BBC-სა და ევრონიუსის შემდეგ, აჭარის რეკლამა წელს პირველად ტელეკომპანია Deutsche Welle-ს ეთერით გადაიცემა. მსოფლიოს გარშემო, 195 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. გარდა აჭარის სატელევიზიო რეკლამისა, 2 ივნისიდან 9 ივნისამდე დოიჩე ველეს სატელევიზიო, სამოგზაურო ჟურნალი „Check-in Meet a local” მაყურებლებს აჭარაში ამოგზაურებს. გადაცემის ჟურნალისტმა ელიზაბეტ კოეტერმა ბათუმელ კოკა მეგრელიძესთან ერთად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, ქედის ვენახებში იმოგზაურა. მის ობიექტივში ასევე მოხვდა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი და ქართული ფოლკლორი. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა განაცხადა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რეგიონისთვის ახალი ბაზრებია და ამიტომ აუცილებელია მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოტენციურ ტურისტებს. „მაისიდან დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა დოიჩე ველესთან, რაც ნიშნავს რომ ტელეკომპანიის მილიონობით მაყურებელი ეცნობა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. მნიშვნელოვანია ის, რომ დოიჩე ველეს, აქტიურად უყურებენ პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, ზოგადად საქმიანი წრეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც დაკავებულები არიან ტურების მომზადება-გაყიდვით ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს შესახებ. გერმანია და დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ახალი ბაზრებია და ამიტომ აუცილებელია მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოტენციურ ტურისტებს ჩვენი ტურისტული პროდუქტების შესახებ,“- განაცხადა ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიაში მეორე წელია ანხორციელებს. სატელევიზიო რეკლამის გარდა, რეგიონის პოზიციონირება ამ ეტაპზე ფრაქნფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტორებს საქართველოსა და აჭარას აცნობენ.
(NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)