02:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 11:06:20, 1261 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ ვარდების მოედანზე „დელტას“ მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა

გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვარდების მოედანზე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილად ყველასთვის დღესასწაულია. სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტრომ და „დელტამ“, ერთობლივად აწარმოეს თავისი შეიარაღების არსებულისა და დაგეგმილის წარმოების გამოფენა. აქ მშვენივრად არის წარმოდგენილი ის პოტენციალი, რაც „დელტას“ გააჩნია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 

მოსახლეობას „დელტას“ სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკის, მათ შორის ცეცხლსასროლი და მხარდამჭერი შეიარაღების დათვალიერების საშუალება აქვს. წელს „დელტას“ 15 ახალი პროდუქტი აქვს წარმოდგენილი: საცეცხლე დანადგარები, ჯავშანტრანსპორტიორები, ვერტმფრენი, ნაღმტყორცნი, სნაიპერული შაშხანები და წვრილ კალიბრიანი შეიარაღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics