|
2018-05-13 23:21:50, 822 ნახვა
რეგიონი
„პირველი სვლა ბათუმში“ - ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის მზადება
13 მაისს ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ბათუმელი სპორტსმენები და ახალგზარდები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და მსოფლიო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრალური და რეგიონული მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის. ღონისძიების ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი. აგრეთვე, საჭადრაკო ოლიმპიადის მედია-ტურნირის - „ბათუმი 2018" მონაწილეები, ტელე-რადიო კომპანიების, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები. საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელი ღონისძიების აღსანიშნად, პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ცნობილ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან ერთად შეასრულა. ბათუმში მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიების აღსანიშნავად, ევროპის მოედანზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა: ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო ორკესტრირებული მსვლელობა, შესრულდა ჭადრაკის ფიგურების სვლების ამსახველი ფლეშმობი, მოეწყო ფოტოგამოფენა, სახელდახელო ქვიზ-შოუ. ღონისძიების დასასრულს, საჭადრაკო პროექტის „მილიონი სვლა" ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თითო სვლა „მილიონი სვლისთვის" სპეციალურად შექმნილი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გააკეთა. ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა დიდოსტატებს და ადგილობრივ მოჭადრაკეებს შორის. დღევანდელი ღონისძიება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდეს რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ,,ბათუმი 2018" ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)