|
2018-05-10 18:25:23, 1647 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით რეფორმებს გაატარებს
საქართველო ენერგეტიკის, ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, - შესაბამისი განზრახულობათა დეკლარაცია საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ფორმდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ენერგეტიკის სფეროს განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება და გამყარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, აუცილებელია, ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება, რაც გათვალისწინებულია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით. „მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის, რომელსაც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო განახორციელებს, მხარდამჭერი პროგრამა 2018-2021 წლებზეა გათვლილი. ხელშეკრულებები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან გაფორმდება, ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა - ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარება, საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად გადაქცევა, განახლებადი ენერგიების ათვისება და ენერგოეფექტურობის ჩარჩოს მიღება და ამ სფეროს მნიშვნელოვანი დერეგულაცია, რაც ვფიქრობთ, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების საფუძველთა საფუძველია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ამ მიმართულებით გვაქვს განვითარების მნიშვნელოვანი რეზერვი და სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს ეს ღონისძიებები. განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, შესაძლებელია, რომ უკვე წელს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს 49 მლნ ევრო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ - 25 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)