03:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:59:23, 1674 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მზად ვართ, საპარკინგე ადგილები 1 ლარად გადავცეთ ნებისმიერ პირს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“

„მზად ვართ, საპარკინგე ადგილები ერთ ლარად გადავცეთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან არარეალური ბრალდებები ისმოდა და ამიტომ შესთავაზა მათ საპარკინგე ადგილების ერთ ლარად გადაცემა.

„ჩვენ მზად ვართ, ერთ ლარად გადავცეთ საპარკინგე ადგილები დაინტერესებულ პირს. რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, შესაძლებლობა, რომ ამ პროექტს განახორციელებენ. ეს არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ყველას შეუძლია, ვისაც ინტერესი აქვს. მე უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვყავი იმიტომ, რომ ყველაზე მეტს ხმაურობდნენ ეს ადამიანები და ათას სისულელეს საუბრობდნენ იმ კონკრეტულ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics