|
2015-05-25 09:26:33, 405 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის ომმა დაგვიტოვა
„ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძმე საოკუპაციო ხაზთან გატაცებულ გია სოლოშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ერგნეთში შეხვედრა გაიმართება და მწვავედ იქნება განხილული სოლოშვილის გატაცების საკითხი. „ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც დაგვიტოვა 2008 წლის აგვისტოს ომმა. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ და იმ ფაქტმმა, რომ რუსეთი აი ამ საოკუპაციო ხაზს თვლის სახელმწიფო საზღვრად. ეს არის ძალიან მწარე, ძალიან მძიმე რეალობა. რამდენადაც მე ვიცი დღეს იქნება ერგნეთში შეხვედრა, არსებობს სპეციალური მექანიზმი, ჟენევის ფორმატის ფარგლებში და ალბათ ეს კონკრეტული საკითხი მანდ იქნება მთელი სიმწვავით განხილული“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)