|
2015-05-25 09:11:44, 534 ნახვა
პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რეპეტიცია დღეს გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რეპეტიცია დღეს გაიმართება. 26 მაისს კი თავისუფლებისა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება. ამასთან, რამდენიმე ერთეული სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი და შვეულმფრენები თბილისის თავზე გადაიფრენენ. ასევე გაიმართება დაგეგმილი კონცერტების რეპეტიციაც. დამოუკიდებლობის დღეს ყველა სახელმწიფო უწყება საკუთარი პროგრამით წარსდგება. სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება, თუმცა გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს, რის შემდეგაც ქუთაისში მესამე ბრიგადაში გაემგზავრება. დღის ბოლოს, ღონისძიებები თბილისში პარლამენტის შენობის წინ გალაკონცერტით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)