|
2015-05-24 19:15:04, 459 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმი "დიპლომატიური ტური 2015"– ის ფარგლებში 22 არარეზიდენტ ელჩს მასპინძლობს
ბათუმი "დიპლომატიური ტური 2015"– ის ფარგლებში 22 არარეზიდენტ ელჩს მასპინძლობს. ბათუმში სტუმრობის ფარგლებში დიპლომატები აჭარის კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან, მოინახულებენ გონიოს ციხეს, პიაცას მოედანს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. უცხოელ დიპლომატებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა, რის შემდეგაც საქართველოს ეკონომიკური, აგრარული და ტურისტული პოტენციალის შესახებ შესაბამისმა უწყებებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. „ბათუმის კონფერენცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. დოპლომატები დღეს თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩავიდნენ. უცხოელმა სტუმრებმა მოინახულეს აჭარის რეგიონისისტორიული და ინფრასტრუქტურული ნაწილი. კონფერენციის დასრულების შემდგომ დიპლომატები მოინახულებენ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს და გაეცნობიან მისფუნქციონირებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)