|
2018-05-03 16:46:09, 918 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები მოეწყობა
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია მზარდ და წარმატებულ ტურიზმზე რეგიონში, მნიშვნელოვანია მომსახურება ტურისტულ ობიექტებში იყოს გამართული. „დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი სერვისების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მოეწყო ახალი ავტოსადგომები, შენდება ვიზიტორთა ცენტრი. აღნიშნული პროექტები ხორციელდება ფონდი „ქართუს" მხარდაჭერით. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ისე რეგიონში განხორციელებული და მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის",- აღნიშნა პატარაძემ. რეგიონის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბოტანიკურ ბაღს 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზე გათვლილი ორდონიანი ავტოსადგომი ექნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)