|
2018-05-03 16:24:15, 953 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა აფხაზეთიდან დევნილ ჰოკეისტებს შეხვდნენ
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ გია და დავით ოგანეზიანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ილია დავიდოვი და ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული ნაკრების წევრებს კეიპტაუნში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელს კეიპტაუნში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე დივიზიონში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)