|
2018-05-02 12:13:31, 1242 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: იმედი მაქვს, დებატები იქნება საქმიანი, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული
„არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არა მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ პროცედურა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ დებატები საქმიანი, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული იქნება. „ჩვენ, პირველ რიგში, მოვისმენთ, ბუნებრივია, პრეზიდენტის ანგარიშს, და ამის საფუძველზე, ბუნებრივია, წარიმართება დებატები. დებატებში მონაწილეობას მიიღებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დებატები იქნება საქმიანი, კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული - ეს არის ჩვენთვის მთავარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოხსენებაზე, ეს არის დამოკიდებული რეაქციებზე, როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის რეაქციებზე, მთავარია ჩემთვის, რომ შედგეს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული განხილვა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები დაგროვდა და დებატების დროს, საუბარი, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხებს შეეხება. „არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არა მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში. არის გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა კონკრეტულ შემთხვევებში პრეზიდენტი, რამდენად იყო ორიენტირებული მისი საქმიანობა, ასე ვთქვათ, გამაერთიანებლის როლის შესრულებაზე, რამდენად იყო სწორი მისი პრაქტიკა ამა თუ იმ სფეროში, მათ შორის, მაგალითად, შეწყალების სფეროში, რომელიც საზოგადოების განხილვის და მსჯელობის საგანი გახდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი გარკვეული კითხვები. ამაზეც იქნება, სავარაუდოდ, საუბარი დებატების დროს. მთავარია, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, რომ იყოს შედეგიანი ეს განხილვა, შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი-აქეთკენ უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული დეპუტატი, რომელიც დებატებში მიიღებს მონაწილეობას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)