19:06 - 07 Jul, 2026
|
2018-05-01 15:01:44, 1045 ნახვა
რეგიონი
რაჭაში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ამბროლაურის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ ხოტევში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 15/100 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ამბროლაურის სერვისცენტრში 29 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)