|
2018-04-30 16:16:12, 724 ნახვა
რეგიონი
ხმაურისა და დაპირისპირების გამო, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა შეწყდა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ესწრება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ ხმაურის და დაპირისპირების გამო 17:00 საათამდე გადადო. ზოდელავა სოფელ რუხში სიმინდის ყანების შემოღობვის და განმუხურში გაზიფიცირების - საკითხის განხილოვას ითხოვდა. ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, მან დღეს ათი წუთი ითხოვა სხდომაზე სხვადასხვა პრობლემით მოსულ ადამიანებზე სასაუბროდ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. „საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენ გვითხრა, რომ არ მოგვისმენს. არ მოუსმინეს და ბოლოს გაიქცნენ. ხალხს გაურბიან“, - აღნიშნა მან. ზოდელავას თქმით, მათი მიზანი დღევანდელ სხდომაზე პროვოკაციის მოწყობა არ ყოფილა და ისინი კონკრეტული პრობლემების განსახილველად მივიდნენ. „ადამიანების პრობლემების მოგვარება არის პროვოკაცია? რუხში ადამიანებს საძოვრებს ართმევენ. თუ ამაზე რეაგირებას არ გავაკეთებთ, მაშინ რაზე გავაკეთოთ? მათ გვთხოვეს დახმარება და ამიტომაც არიან აქ. იგივეს ვიტყვი განმუხურში გაზიფიცირების პრობლემაზე. ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც საკრებულოს იგნორირებული აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფაქტობრივად, არც ჩევნ მოვისმინა, არც ამ ხალხს და გაიქცა“, - განაცხადა ზოდელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)