|
2018-04-27 15:04:33, 939 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კონფერენციას - „დაბერება საქართველოში, გამოწვევები და პერსპექტივები“ დაესწრო
დღეს, ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, თემაზე - ,,დაბერება საქართველოში, გამოწვევები და პერსპექტივები“ კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ხანდაზმულთა პრობლემების აქტუალიზაცია და მათი ინტერესების ადვოკატირება. კონფერენციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრო. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო 60 და 65 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისათვის ახორცილეებს. საპენსიო ასაკის მოქალაქეებისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დაცვის მიმართულებით ხუთ პროგრამას ახორციელებს, ისინი ასევე არიან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მოსარგებლეები. კონფერენციის მსვლელობისას მოხდა დაბერების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ინიცირება. კონფერენციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)