|
2018-04-27 11:15:05, 656 ნახვა
რეგიონი
ხურვალეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხურვალეთის სატუმბ სადგურს, შეიცვალა სადგურის ტრანსფორმატორი, მოწესრიგდა ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გამოიცვალა სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები. ხურვალეთის სატუმბი სადგურის აღდგენამ ნადარბაზევის წყალსაცავი 900 ათასი მ³ წყლით უკვე შეავსო, სარწყავი სეზონის დაწყებისთვის წყალსაცავს კიდევ 700 ათასი მ³ სარწყავი წყალი დაემატება. უკვე განხორციელებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 600 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. სარეაბილიტაციო სამუშოების სრულად განხორციელების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 1500-მდე გაიზრდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)