17:54 - 07 Jul, 2026
|
2018-04-26 15:32:22, 798 ნახვა
რეგიონი
ზესტაფონში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ზესტაფონის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 550 ჰექტარი მიწის ფართობი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ პირველ სვირში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 2 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრში 52 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)