|
2015-05-22 17:56:56, 584 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის პრემიერი: საქართველო და უკრაინა თავისუფალ სავიზო რეჟიმს მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკომისია დადებით დასკვნას მოამზადებს
რიგის სამიტზე მიღებული დეკლარაცია ევროკავშირსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას გულისხმობს, - ამის შესახებ რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმა განაცხადა. ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობების რეფორმები შედეგიანი და წარმატებულია. „ მწამს, რომ ჩვენი ღონისძიება დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ევროკავშირის ურთიერთობები გამყარდეს, საქართველოსთან, სომხეთთან აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. დღევანდელი დისკურსის შედეგი მოგვცემს საშუალებას შემდეგ წლებში განვითარების სტიმული მივცეთ ამ სამიტს. დეკლარაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ ხაზს უსვამს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დღეს მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინის წვლილს რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველა მოთხოვნის შესასრულებლად რაც დადებით გადაწყვეტილებამდე მივა და დაიწყება უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა ლაიმდოტა სტრაუიუმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)