|
2015-05-22 17:48:28, 525 ნახვა
პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე: დღეს ბევრი ნატრობს, რომ ასფალტი ჭამოს
„ნარმანიას განცხადება მრჩევლებზე აღმაშფოთებელია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. როგორც უგრეხელეძემ აღნიშნა, მერიაში თანხები მაღალ ბიუროკრატებზე იხარჯება და ესენი არიან მრჩევლები. „მერის ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია. მას შეეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ეთქვა ასე. მეგობრებო, უმრავლესობის წევრებო, მას არ აინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ. პრინციპულად მინდა გავამახვილო ყურადღება მრჩევლებზე – მაღალ ბიუროკრატებზე დაიხარჯება თანხები და ესენი არიან მრჩევლები. თანხების რაოდენობა იზრდება, თუმცა რეალურად საქმე არ კეთდება. დღეს ბევრი ნატრობს, რომ ასფალტი ჭამოს“, – აღნიშნა უგრეხელიძემ. ცნობისთვის, დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მრჩევლების დანიშვნა მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა. „არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს“, - აღნიშნა ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)