|
2018-04-23 11:16:16, 671 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო. აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ ღონისძიებებში. „დღეს, პირველი გამოწვევა არის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით აუცილებელია, მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც გუბერნიასთან, ასევე მუნიციპალიტეტის მერებთან. მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების სრული კოორდინაცია. სწორედ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების დეტალები განვიხილეთ. ასევე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებობს.“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი სამუშაოების გააქტიურების აუცილებლობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)