|
2015-05-22 15:34:03, 490 ნახვა
პოლიტიკა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციფრასმა ქართველი კოლეგა, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელსაც საბერძნეთი მხარს უჭერს. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტაბილური, დემოკრატიული და სანდო პარტნიორია ვაჭრობის, ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო ბრუნვის 77%-იანი ზრდა, რომელმაც 2014 წელს 131 მილიონ დოლარს გადააჭარბა; საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსის ციფრასი აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ოქტომბერში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)