19:07 - 07 Jul, 2026
|
2015-05-22 15:14:23, 423 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა სოფიაში გაიმართება
საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომა წელს სოფიაში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები რიგაში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელსაც ბულგარეთი მხარს უჭერს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)