|
2018-04-21 11:38:36, 726 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ჟოლოს ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ციური დათაშვილმა 1ჰა. მიწის ფართობზე ჟოლოს ახალი ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხეხილის ბაღი ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,პროგრამის ბენეფიციარის ჟოლოს ბაღი დაათვალიერა. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 9,509.37 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან,7,035.00 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 2,474.37 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4,709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 24,684,617 ლარს შეადგენს. აქედან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 20 ჰა მიწის ფართობზე ჯამურმა თანადაფინანსებამ 108,465.96 ლარი შეადგინა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)