|
2015-05-22 14:14:25, 517 ნახვა
პოლიტიკა
მირო ცერარი: სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს
სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მირო ცერარმა ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მირო ცერარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის, რაც სლოვენიის საკანონმდებლო ორგანომ 13 მაისს განახორციელა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვენიელი კოლეგა აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელსაც თბილისი ოქტომბერში უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)