|
2015-05-22 11:47:38, 531 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს
გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია, საქართველოს დონორებს შორის, მეორე ადგილზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)