|
2015-05-22 10:45:39, 412 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს
„არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას თუ რაში სჭირდება მერს ხუთი მრჩეველი. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მრჩევლების დანიშვნა მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა. „თბილისის მერია არის ძალიან დიდი უწყება და მერს რაში სჭირდება მრჩევლები ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავენ ამავდროულად მრჩევლად. ეს არის მერის დისკრეციული უფლებამოსილება, მანდეთ ეს საკითხი. მრჩვევლად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სიტემაში, გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ, უშუალოდ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერიაში არანაირი კადრების დამატება არ ხდება. „მერიაში არანაირი კადრების დამატება არ ხდება. ჩვენ რაიონული გამგეობების სტრუქტურა შევცვალეთ, გარდა ამისა მრჩევლები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყვნენ გაფანტული და მათ ჩვენს უწყებაში მოვუყარეთ თავი და ეს მრჩევლები ეყოლება მერს“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)