|
2015-05-22 10:31:55, 409 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა შვედი კოლეგა საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და სტეფან ლოფენის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) თანამშრომლობა იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებით აღნიშნა, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია და SIDA საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს - ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში სახელმწიფოს განვითარების, გარემოზე ზეგავლენის შემცირებით გარემოს გაუმჯობესების და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)