|
2015-05-22 10:05:52, 520 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ძალიან მალე ექნებათ
იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების ოფიციალურ მიღებაზე, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გააკეთა. პრემიერმა რიგაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მსოფლიო ლიდერები საუბრობენ. „ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში და ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიღწეული წარმატების და რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)