19:31 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 11:25:31, 1653 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მთავრობის რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არის მიმართული

დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა,  - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ქუმსიშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა იყო ამბიციური. 

„ყველა ეს რეფორმა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რაც რა თქმა უნდა დღეს არსებული მოწყვლადობების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ეს კი, როგორ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მინისტრმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ  გადაუხადა მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის. 

მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის და იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics