|
2015-05-22 09:54:02, 492 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ, მატეო რენციმ, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირველი შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა. იტალიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საუბრის მთავარი თემები იყო. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა შენარჩუნდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა ახალი საარჩევნო კანონის - „იტალიკუმის“ მიღებას, რომელიც იტალიაში პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობას შეუწყობს ხელს და წარმატებები უსურვა მმართველ „დემოკრატიულ პარტიას“ რეგიონულ და ადგილობრივ არჩევებში, რომელიც 31 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)