|
2018-04-13 16:11:59, 614 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, შპს მექანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ. შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, ფერომონი დაამონტაჟეს. ,,დღეიდან აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს არის კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტების. აჭარის რეგიონს 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მზადაა 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მავნებელთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია ყველა რგოლის, მოსახლეობის, მსხვილი და მცირე ფერმერების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის არეალის დადგენასა და პოპულაციის შემცირებას, ასევე ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მზადაა შპს მექანიზატორის 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო აჭარაში. პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
(NS)
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)