|
2018-04-12 23:12:50, 25065 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 აპრილის ანონსი
13 აპრილს, 10:30 საათზე, ტექნოპარკში, თემაზე - „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე გახსნის. 13 აპრილს, 10:30 საათზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი ერთობლივი პრესკონფორენიციას გამართავენ. 13 აპრილს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და შემუშავდება იმპლემენტაციის გეგმა. სხდომას გაუძღვება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მის.: ინგოროყვას ქ. #7 საკონტაქტო პირი თეონა დოლიაშვილი - 599 25 82 25 13 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნობა. 13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებენ, ასევე შეხვედრას გამართავენ სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. 13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს. მის.: ლერმონტოვის ქ. N10, სასტუმრო „იოტა“ 13 აპრილს, 13:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ „თიბისის“ ახალი პროექტის -„ქართულად“ - შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც პროექტში ჩართული მხარეები: თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პროფესორი თინა მარგალიტაძე, Microsoft-ისა და ჯეოლაბის წარმომადგენლები დაესწრებიან. 13 აპრილს, 15:00 საათზე, კონფერენცია, სახელწოდებით „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახსნის. 13 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. 13 აპრილს, 17:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან სისხლის სამართლის სფეროსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავენ. მის.: თბილისი, პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)