|
2015-05-21 13:31:11, 383 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა, ევროკავშირთან ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იქნება. შეხვედრა 22 მაისს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)