|
2015-05-21 13:11:22, 484 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი რიგაში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველი შეხვედრა, რამდენიმე საათში, ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პირველ პირთან საუბრის მთავარი თემები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტის შედეეგბი, სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ლატვიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა იქნება. დღესვე, საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)