|
2015-05-21 13:00:38, 544 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში უარყოფითად შეაფასა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში დადებითად არ შეაფასა. შესაბამის საკითხს კენჭი კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ უყარეს. კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, ლარის კურსის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი ინტერვენციის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ლარის გაუფასურებით მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ეროვნული ბანკი 2008-2009 წლებში უფრო აქტიურ ინტერვენციებს ახოროციელებდა. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ აქვს ეროვნულ ბანკს განსხვავებული მიდგომა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და კომიტეტის წევრების შეფასებები ძირითადად კრიტიკული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)