|
2015-05-21 12:59:49, 417 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სამეზობლო პოლიტიკის საკითხები და საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება. მხარეები ასევე განიხილავენ გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება. პრემიერი სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)