|
2015-05-21 09:39:15, 551 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი 21-22 მაისს მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება. რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის პირველი შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმზე. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან, რიგას 22 მაისს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)