22:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 16:30:12, 1900 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის პროკურატურა კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირებას ითხოვს

გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალური მიწის გენერალური პროკურატურა სასამართლოს კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირებას სთხოვს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული,  მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული პუიჩდემონის დაკავების ორდერი  შეისწავლეს. პროკურაატურამ დაასკვნა, რომ  კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირება საფუძვლიანია.

ესპანეთის პროკურატურა კარლეს პუჩდემონს ამბოხსა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

კარლეს პუჩდემონი გერმანიაში 25 მარტს დააკავეს, როდესაც ის ფინეთიდან ბელგიაში ბრუნდებოდა.
ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა და პარლამენტი 2017 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაითხოვა, რაც მან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა და “კატალონიის სუვერენული რესპუბლიკა” გამოაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics