|
2015-05-20 19:36:28, 506 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. “უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაშავდა. ამ მწუხარების ჟამს, მინდა გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გამოვხატო თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი,”-ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში. ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და აზერბაიჯანელ ხალხს. „მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი სამძიმარი და დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა ამ მძიმე წუთებში“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)