|
2015-05-20 18:38:44, 967 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ მაცივრებზე ინოვაციურ აქციას იწყებს
„ტექნო ბუმი“ ინოვაციურ აქციას ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტექნიკაზე - მაცივრებზე იწყებს. "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს ათი დღის მანძილზე შეეძლება, განვადებით შეიძინოს ნებისმიერი ბრენდის მაცივარი და მაცივართან ერთად სახლში წაიღოს 50-დან 400 ლარამდე ნაღდი ფული. როგორც „ტექნო ბუმში“ განმარტავენ, ამ ინოვაციური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი მოდის მაღაზიაში, ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მაცივარზე, რომელთა ფასები 499 ლარიდან იწყება, აფორმებს საბანკო განვადებას და სახლში მაცივართან ერთად მიაქვს ნაღდი ფული 50 -დან 400 ლარამდე. „ინოვაციურობა სწორედ ისაა, რომ მომხმარებელი ფაქტობრივად უფულოდ მოდის და სასურველ მაცივართან ერთად, სახლში 400 ლარამდე თანხით ბრუნდება, რომლის დახარჯვაც აუცილებელი არ არის „ტექნო ბუმში“. მისი გამოყენება მომხმარებელს თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია“, - აცხადებენ კომპანიაში. მაღაზიებში შემოსულ მომხმარებელს ყველა ბრენდისა და მოდელის მაცივარზე დახვდება აქციის და მისაღები თანხის მაჩვენებელი, მაცივრის ზომისა თუ მონაცემების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე მომხმარებელი თავად შეარჩევს მაცივარს და შერჩეული მოდელის შესაბამისად, 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე მიიღებს. „ტექნო ბუმის“ ინოვაციური შეთავაზება თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და ათი დღის მანძილზე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)