|
2018-04-01 11:02:01, 839 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურისა და ონის სასწრაფოს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა
ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა. 3 ავტომობილი რაიონულ სამსახურებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა. ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის 22 მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)